მთავარიპოლიტიკა

ბოევიკები არ გამქრალან ყარაბაღის კონფლიქტის ზონიდან: ზახაროვა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს  ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ დღეს გამართულ ბრიფინგზე, კითხვაზე, თუ როგორ გადაწყდება ახლო აღმოსავლეთიდან გადაყვანილი მებრძოლების საკითხი, უპასუხა, რომ სამწუხაროდ, ისინი არ გამქრალან ყარაბაღში საომარი მოქმედებების ზონიდან.

ზახაროვას თქმით, რუსეთს აქვს კონკრეტული ინფორმაცია ბოევიკების შესახებ, რაც ფაქტებს ემყარება.

„რეგიონული მშვიდობით დაინტერესებულ ყველა მხარე  უნდა ეცადოს ამ საკითხის მოგვარებას. ჩვენ საქმე გვაქვს სამხედრო ექსპერტებთან, ეს საკითხი მოითხოვს სპეციალისტების კონკრეტულ მუშაობას”, – თქვა ზახაროვამ.

არცახის  წინააღმდეგ ომის პირველსავე დღეებში ცნობილი გახდა, რომ თურქეთმა ჩრდილოეთ სირიიდან აზერბაიჯანში გაგზავნა დაქირავებულები, რომლითაც ისინი გამოიყენეს არცახისა  და სომხეთის წინააღმდეგ.

ცნობილია, რომ სირიელ ტერორისტებს 1,5-2 ათას დოლარს დაპირდნენ, რომ მონაწილეობა მიიღონ საბრძოლო მოქმედებებში ერთი თვის განმავლობაში. ეს ინფორმაცია დაადასტურეს არა მხოლოდ სომხეთ-ყარაბაღის ხელისუფლებამ, საერთაშორისო მედიამ და უცხოელმა ადამიანის უფლებათა დამცველმა ორგანიზაციებმა, არამედ სირიის, საფრანგეთის, რუსეთის, აშშ-სა და სხვა ქვეყნების ხელისუფლების წარმომადგენლებმა.

ნახეთ მეტი
Back to top button