საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ხუთშაბათს სატელეფონო საუბარი გამართა სომხეთის პრემიერ მინისტრ ნიკოლ პაშინიანთან. ტასსის ცნობით, საუბრის დროს, საფრანგეთის ლიდერმა გამოთქვა მზადყოფნა ხელი შეუწყოს მთიანი ყარაბაღში სიტუაციის გრძელვადიან და სამართლიან მოგვარებას კონფლიქტის ზონის ყველა მხარისთვის.
”პრეზიდენტმა კმაყოფილება გამოთქვა საომარი მოქმედებების დასრულების გამო, შეახსენა სომხეთს მეგობრობა ხალხთან და გამოთქვა მზადყოფნა, რომ იპოვონ სამართლიანი, გრძელვადიანი პოლიტიკური გადაწყვეტა, რომელიც მისაღები იქნება მთიანი ყარაბაღის ყველა მხარისთვის”, – ნათქვამია განცხადებაში.