
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ნდობა გამოთქვა, რომ მთიანი ყარაბაღის შესახებ შეთანხმებების შემდეგ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებას, იუწყება რია ნოვოსტი.
”დარწმუნებული ვარ, რომ ახლა, როდესაც ჩვენ შევდივართ საომარი მოქმედებების შეწყვეტის შემდეგ მშვიდობიანი დარეგულირების ფაზაში განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ერთმანეთის, როგორც სომხების, ასევე აზერბაიჯანელების და ამ ქვეყნებში მცხოვრები სხვა ჯგუფების კულტურულ მემკვიდრეობას. ზოგადად, ბევრია გასაკეთებელი იმ მიმართულებით, რომ აზერნაიჯანელტა და სომეხთა კულტურული მემკვიდრეობა გახდეს გამაერთიანებელი ფაქტორი სამომავლოდ“, – თქვა ლავროვმა რუსულ და უცხოურ მედიასთან ინტერვიუში.
ლავროვმა თქვა, რომ მოსკოვი ჩაერთვება იუნესკოსთან ერთად მთიან ყარაბაღში კულტურული ღირებულებების შენარჩუნების საქმიანობაში.