პოლიტიკა

ომის დროს არცახში 1 ბავშვი დაიღუპა და 9 დაიჭრა: ადამიანის უფლებათა დამცველის საგანგებო ანგარიში

აზერბაიჯანის აგრესიის შედეგად მინიმუმ 50 ადამიანი დაიღუპა და მინიმუმ 163 მშვიდობიანი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი ბავშვი მოკლეს და ცხრა დაიჭრა. ადამიანის უფლებათა დამცველმა არტაკ ბეგლარიანმა გამოაქვეყნა საგანგებო დასკვნა ბავშვების უფლებების დარღვევის შესახებ, სადაც წარმოდგენილი იყო ზემოთ მოცემული მონაცემები.

”იმისათვის, რომ თავი დაეცვათ სიცოცხლისა და ჯანმრთელობის საფრთხისგან, არცახის  ბავშვები არიან დევნილნი  თავიანთი ოჯახებით.  წინასწარი მონაცემებით, მინიმუმ 71 სკოლა და 14 საბავშვო ბაღი დაზიანდა აზერბაიჯანის აგრესიის გამო, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების კონტროლის ქვეშ იმყოფება არცახის თემის  სკოლები და საბავშვო ბაღები, რომელთა უმრავლესობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია რ გაგვაჩნია“,- ნათქვამია მოხსენებაში.

ნახეთ მეტი
Back to top button