მთავარიპოლიტიკა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა აზერბაიჯანის ელჩის განცხადებას, ვერტმფრენის ჩამოგდებასთან დაკავშირებით

აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მიერ სომხეთის ტერიტორიაზე რუსული შეიარაღებული ძალების ვერტმფრენის ჩამოგდებასთან დაკავშირებით რუსეთში აზერბაიჯანის ელჩის   ფოლად ბულბულ ოღლის განცხადება,  რომ ”ომში ყველაფერი შეიძლება მოხდეს ” მოსკოვში  შეფასდა როგორც ”დიდი შეცდომა”. ამის შესახებ ჟურნალისტებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განუცხადა.

”ეს დიდი შეცდომაა. რუსეთს რომ ეხელმძღვანელა  “ომში, როგორც ომში” პრინციპით, პასუხი დამაჯერებელი  იქნებოდა.  ”მოსკოვმა მიიღო ბაქოს საბოდიშო სიტყვები  და დანაშაულის აღიარება”, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ხაზი გაუსვა, რომ მოსკოვი ელოდება გამოძიების შედეგებს და  პრეზიდენტ ალიევის განცხადების დაუყოვნებლივ შესრულებას, სადაც ის  ირწმუნება, რომ დამნაშავეები საკადრისად დაისჯებიან.

„ჩვენ მიგვაჩნია,  რომ აზერბაიჯანული მხარე აღარ დაუშვებს ორაზროვანი განცხადებების გაკეთებას ტრაგიკულ ინციდენტთან დაკავშირებით”, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

ნახეთ მეტი
Back to top button