მთავარიპოლიტიკა

რუსი სამშვიდობოები შევიდნენ სტეპანაკერტში: კონაშენკოვი

რუსმა სამშვიდობოებმა  10  სადამკვირვებლო პუნქტი შექმნეს ლაჩინის დერეფანში, რომელიც ყარაბაღს სომხეთთან აკავშირებს. ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა იგორ კონაშენკოვმა ბრიფინგის დროს განაცხადა, იუწყება „რია ნოვოსტი“.

მისივე თქმით, სამშვიდობოები უკვე იმყოფებიან სტეპანაკერტში, მთიანი ყარაბაღის დედაქალაქში.  ”მე –15 მოტომსროლელი ბრიგადის სამშვიდობოები სტეპანაკერტში 17:00 საათზე შევიდნენ”, – თქვა კონაშენკოვმა.

მისი თქმით, რუსეთის სამშვიდობო ძალების შტაბი სტეპანაკერტში განთავსდება.

ასევე აღნიშნულია, რომ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი შენარჩუნებულია კონტაქტის მთელი ხაზის გასწვრივ.

რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა ადრევე განაცხადა, რომ რუსი სამშვიდობოები ლაჩინის დერეფანში სულ 16 საგუშაგოს განათავსებენ.

ნახეთ მეტი
Back to top button