
აშშ-ს სენატორი ედ მარკინი სამხრეთ კავკასიაში თურქეთის ქმედებებს შეეხო. როგორც „არმენპრესი“ იტყობინება, სენატორმა აღნიშნა, რომ ერდოღანი თავისი ქმედებებით დასცინის ეუთოს მინსკის ჯგუფის საქმიანობას, რომელიც მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებას ეხებოდა.
”ეს არის ლაქა აშშ-ს ადმინისტრაციისთვის, რამაც პრეზიდენტ ტრამპის მეგობარს ერდოღანს სამხრეთ კავკასიაში მიწის მიტაცების მოწყობისა და ეუთოს მინსკის ჯგუფის პროცესის დაცინვის საშუალება მისცა”, – თქვა აშშ-ს სენატორმა ედ მარკმა.
ამერიკის სომეხთა ეროვნულმა კომიტეტმა (ANCA) წამოიწყო სომხეთ-ამერიკელთა კამპანია, რომ მოუწოდოს კონგრესს შეუერთდეს სენატორ ედ მარკს, რათა ხელი შეუწყოს შეერთებულ შტატებს კვლავ ჩაერთონ ეუთო-ს მინსკის ჯგუფში, მხარი დაუჭირონ არცახის აღიარებას და დაგმონ თურქული და აზერბაიჯანული აგრესია.