მთავარიპოლიტიკა

ყარაბაღის სტატუსი განისაზღვრება მოსახლეობის უფლებების გარკვევის შემდეგ

მთიანი ყარაბაღის სტატუსი განისაზღვრება მას შემდეგ, რაც რეგიონში ყველა კატეგორიის ადამიანის უფლებები გაირკვევა. ამის შესახებ დღეს განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა რუსულ და უცხოურ მედიასთან ინტერვიუში.

”ჩვენ ვთვლით, რომ ეს სტატუსი განისაზღვრება იმისდა მიხედვით, თუ რა ზომებს ვიღებთ მთიანი ყარაბაღის ეთნო-რელიგიური ჰარმონიის აღსადგენად, როგორც ეს მოხდა საბჭოთა კავშირის დაშლისას  მრავალი წლის წინ, რაც კატასტროფული შედეგებით დასრულდა“, ხაზი გაუსვა მან.  

„სტატუსის დადგენა შესაძლებელია მხოლოდ მას შემდეგ, რაც გაირკვევა, თუ რა უფლებები მიენიჭება მათ, ვინც მთიან ყარაბაღში ცხოვრობს, აქვს დაბრუნების უფლება და  რა თქმა უნდა, მათ, ვინც განაგრძობს ამ რეგიონში ცხოვრებას”, – დასძინა მან.

ნახეთ მეტი
Back to top button