ყარაბაღის შესახებ შეთანხმება არ ნიშნავს სომხეთის დამარცხებას – ეუთოს მინსკის ჯგუფის ყოფილი თანათავმჯდომარე

შეთანხმება ყარაბაღის შესახებ, რომელიც ხელი მოაწერეს რუსეთის შუამავლობით, სომხეთისთვის მარცხი არ არის. ამით თავიდან იქნა აცილებული ყველაზე ცუდი სცენარი – ყარაბაღის სრული დაკარგვა და დიდი მსხვერპლი. ამის შესახებ „რია ნოვოსტის“ განუცხადა ევრაზიაში კონფლიქტების მოგვარების საკითხებში აშშ-ს ყოფილმა სპეციალურმა წარმომადგენელმა კერი კავანომ.
ყოფილი დიპლომატის, რომელიც წარსულში იყო პასუხისმგებელი ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირებაზე აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში, თქმით შეთანხმებამ ფაქტობრივად ხელი შეუწყო კატასტროფული შედეგების თავიდან აცილებას სომხეთის სამხედრო მარცხის შემდეგ.
“ეს შეცდომაა, როდესაც პრესა ამ შემთხვევას ასუქებს, როგორც აზერბაიჯანის გამარჯვებას და სომხეთის მარცხს. ვფიქრობ, სინამდვილეში აზერბაიჯანმა უკვე მიაღწია გამარჯვებას ბრძოლაში. მიწები მოიპოვა სამხედრო ძალებით. ეს შეთანხმება, როგორც ვხედავ, მოსკოვის მცდელობაა სისხლისღვრის დასრულების მიმართულებით. შეცერდნენ იმ მომენტში, როცა შესაძლებელია სემდეგ უფრო უარესი ყოფილიყო», – თქვა კავანომ.
აზერბაიჯანის ძალების მიერ შუშის ხელში ჩაგდებით, ყარაბაღის დედაქალაქ სტეპანაკერტზე მისი დომინანტი პოზიციით, კრიმინალური ვითარება შეიქმნა სომხური ჯარისა და მოსახლეობისთვის და რუსეთმა თავიდან ააცილა უარესი შედეგი, დარწმუნებულია კავანაუ.
”მე ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე მოსკოვსა და ერევანს ესმოდათ, რომ ამ ქალაქის დაკარგვასთან ერთად არსებობდა საშიშროება, რომ (სომხეთისთვის) ყველაფერი დაიკარგებოდა”, – დასძინა მან.
”რუსეთმა დაინახა, რომ სტეპანაკერტის მთელი მოსახლეობა ან მისი უმეტესი ნაწილი დაიღუპებოდა – ეს იქნებოდა უდიდესი დანაკარგები და ნგრევა”, – თქვა ყოფილმა დიპლომატმა.
მისივე თქმით, იგივე პოტენციური კატასტროფა დაინახა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმაც.
”მან დაინახა, რომ შესაძლებელია მთელი ყარაბაღი დაკარგულიყო”, – თქვა კავანომ.
კავანომ გაიხსენა, რომ ლაჩინის დერეფანი, რომელიც სომხეთს მთიან ყარაბაღთან აკავშირებს, ფაქტობრივად გათიშული იყო, ხოლო მშვიდობიანი მოსახლეობის გაყვანის მცდელობა საშიშროების წინაშე აღმოჩნდა.
”ნამდვილად არ იყო უსაფრთხო გასასვლელი (ყარაბაღიდან). ვფიქრობ, მან (ფაშინიანი – რედ.) ეს დაინახა. ვფიქრობ, მოსკოვმა ასევე განმარტა, რომ სიტუაცია იქამდე მივიდა, რომ სომხურმა ძალებმა ვერ გაუძლეს აზერბაიჯანის შეტევას“, – ამბობს კავანო.