
წელიწადში ორჯერ მაინც განხორციელდება სამშვიდობოების შეცვლა მთიან ყარაბაღში. ამის შესახებ ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ ავრცელებს, სადაც მითითებულია რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ ხელმოწერილი ბრძანებულება, რომელიც განმარტავს მშვიდობის დებულებებს.
”რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ევალება შეცვალოს სამშვიდობო პერსონალი წელიწადში მინიმუმ ორჯერ, აგრეთვე საჭიროებისამებრ სამხედრო ტექნიკა”, – ნათქვამია ბრძანებაში.
განკარგულება მთიან ყარაბაღში სამშვიდობო მისიის ზომების შესახებ ძალაში შევიდა მისი ხელმოწერის დღეს, 10 ნოემბერს.