მთავარიპოლიტიკა

ირანმა დარტყმა მიაყენა ჩრდილო – დასავლეთის საზღვართან არსებულ თავდამსხმელთა პოზიციებს

,,სპუტნიკი სომხეთი” წერს, რომ ირანის ისლამური რევოლუციური დაცვის კორპუსმა (IRGC) საარტილერიო დარტყმები განახორციელა “საზღვრის გადაღმა” არსებული ბოევიკების პოზიციებზე. IRIB ტელერადიოკომპანიის ცნობით, ბოევიკები თავს ესხმოდნენ ირან-აზერბაიჯანის მესაზღვრეებს.

”ისლამური რევოლუციური დაცვის კორპუსის სახმელეთო ძალებმა დღეს დილით ცეცხლი გახსნეს ტერორისტული კონტრრევოლუციური ჯგუფების პოზიციებზე, რომლებიც ჩრდილო-დასავლეთის საზღვრის იქით მდებარეობენ”, – ნათქვამია განცხადებაში.

გუშინ ირანელმა სამართალდამცავი ორგანოებმა განაცხადეს, რომ დასავლეთ აზერბაიჯანის პროვინციაში გამართულ ბრძოლებში სამი ირანელი მესაზღვრე დაიღუპა.

აღნიშნულია, რომ ბოევიკები მძიმედ დაშავდნენ. არ არის მითითებული, რომელ ქვეყანაში მდებარეობდა ჯგუფის პოზიციები.

ირანში დასავლეთ აზერბაიჯანის პროვინცია ესაზღვრება ნახჭევანის ავტონომიურ რესპუბლიკას (ავტონომია აზერბაიჯანის შემადგენლობაში), თურქეთსა და ერაყს.

ნახეთ მეტი
Back to top button