მთავარიპოლიტიკა

პუტინმა ალიევთან საუბრისას ხაზი გაუსვა მთიან ყარაბაღში სიწმინდეების შენარჩუნების მნიშვნელობას

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს სატელეფონო საუბრები ჰქონდა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან.

ამის შესახებ კრემლის ოფიციალური ვებსაიტიდან ვიგებთ.

აღინიშნა, რომ განხილულ იქნა 9 ნოემბერს მიღებული სამმხრივი შეთანხმებების განხორციელების პრაქტიკული ასპექტები.

სასიხარულოა, რომ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი შენარჩუნებულია და ვითარება კონტაქტის ხაზზე საკმაოდ მშვიდია.

რუსეთის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევთან საუბრისას განსაკუთრებით აღნიშნა, რომ რეგიონებში არის ქრისტიანული ტაძრები და მონასტრები, რომლებიც სამმხრივი განცხადების თანახმად აზერბაიჯანს უბრუნდება.

ამ მხრივ მან ხაზი გაუსვა ამ სიწმინდეების შენარჩუნებისა და საეკლესიო ნორმალური ცხოვრების უზრუნველყოფის მნიშვნელობას.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა გაგება გამოხატა  ამ მიმართულებით და თქვა, რომ აზერბაიჯანული მხარე იმოქმედებს ამ პრინციპით.

ნახეთ მეტი
Back to top button