
ტასსის ცნობით, ბაქო შეთანხმდა, რომ სომხური ჯარების გაყვანა ქარვაჭარის რეგიონიდან 25 ნოემბრამდე გაგრძელდეს. ამის შესახებ კვირას გამართულ ბრიფინგზე განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწემ ჰიკმეტ ჰაჯიევმა.
”სომხეთის ხელისუფლებამ ეს თხოვნა რუსული მხარის საშუალებით გადასცა. გახანგრძლივების მოთხოვნა განპირობებულია ქელბაჯარის რეგიონიდან სომხეთში მიმავალი ერთადერთი გზის არასაკმარისი სიმძლავრით”, – აღნიშნა მან.