მთავარიპოლიტიკა

„არცახი იყო და იქნება“: თავდაცვის არმიის მეთაურმა მიქაელ არზუმანიანმა მოწოდებით მიმართა თანამემამულეებს

არცახის  უსაფრთხოების მთავარი გარანტი, თავდაცვის არმია, ომიდან ძლიერი და გამოწრთობილი  გამოვიდა, – განაცხადა არცახის  რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელმა, გენერალ-ლეიტენანტმა მიქაელ არზუმანიანმა.

მან მიმართა თავის თანამემამულეებს და აღნიშნა, რომ 27 სექტემბრიდან 9 ნოემბრამდე ჩვენს ხალხზე აგრესია განახორციელა  აზერბაიჯანმა, თურქეთმა, ტერორისტულმა  დაჯგუფებებმა.  44 დღიიანი  უკიდურესად მძიმე ბრძოლების დროს სომეხმა  მებრძოლებმა გამოიჩინეს გმირული ქმედებები, მაგრამ ეს მაინც არ აღმოჩნდა საკმარისი ჩვენთვის სასურველი  შედეგების მისაღებად.  

”მომხდარს მრავალი ობიექტური-სუბიექტური მიზეზი ჰქონდა, რომელთა ანალიზიც მოხდება, ჩატარდება აუცილებელი სამართლიანი და მკაცრი გამოძიება.” ამასთან, დღეს ჩვენ გვაქვს ის, რაც გვაქვს, ჩვენი შემდგომი საქმიანობის ამოსავალ  წერტილად უნდა მივიჩნიოთ არა ჩვენი ოცნებები, არამედ  რეალობები , რომელსაც უნდა მივაღწიოთ ერთიანი შრომით.

ამ მიზნების მისაღწევად, როგორც არასდროს, ყველას გვჭირდება ერთიანობა, სახელმწიფოებრივი აზროვნება, პირადი პასუხისმგებლობის გრძნობა. ”ჩვენ ყველას გვჭირდება ნება და მონდომება, რომ ბოლო მოეღოს უსაფუძვლო ჭორებს, მითებს, რომლებსაც საერთო არაფერი აქვთ რეალობასთან, სხვადასხვა გამოგონებებთან”, – ნათქვამია განცხადებაში

არზუმანიანის აზრით, სინამდვილეა ის, რომ არცახი  იარსებებს. არცახის  უსაფრთხოების მთავარმა გარანტმა, თავდაცვის არმიამ მართალია დიდი დარტყმა განიცადა, მაგრამ ომიდან ძლიერი და გამოწრთობილი  გამოვიდა.

ნახეთ მეტი
Back to top button