
კოლუმბიის უნივერსიტეტის ადამიანის უფლებათა კვლევის ინსტიტუტის მშვიდობის მშენებლობისა და უფლებების პროგრამის ფარგლებში დაიწყო კვლევითი პროექტი სახელწოდებით “ადამიანის უფლებები – დაქირავებული ტერორისტების მოქმედებები არცახში” (მთიანი ყარაბაღი).
როგორც „არმენპრესი“ აცხადებს, ადამიანის უფლებათა კვლევის ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში, არცახის ადამიანის უფლებათა დამცველთან თანამშრომლობით, პროექტი დაფუძნებული იქნება კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულის და აზერბაიჯანისა და თურქეთის მიერ სომხეთის წინააღმდეგ გადმოგზავნილი ისლამისტი ბოევიკების მიერ ჩადენილ სხვდასხვა სისასტიკეზე.
აღინიშნა, რომ აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები მთიან ყარაბაღს თავს დაესხნენ 2020 წლის 27 სექტემბერს. მათ მხარს უჭერდნენ თურქეთის სამხედროები, თვითმფრინავების, მძიმე არტილერიის, სარაკეტო სისტემების და სპეციალური ძალების შეიარაღებული დაქირავებული ჯარისკაცები. სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორიის თანახმად, თურქეთმა 2000 ისლამისტი ჯიჰადისტი განალაგა სირიიდან და ლიბიიდან. ამ უკანასკნელებს სომხების მკვლელობისთვის ჯილდოს დაპირდნენ. სხვადასხვა სადაზვერვო სამსახურმა და საერთაშორისო მედიასაშუალებამ დაადასტურა, რომ ტერორისტებს ჰპირდებოდნენ ჯილდოს თავის მოკვეთისთვის.
აღინიშნა, რომ აზერბაიჯანის პოლიტიკის შედეგად 1 400 – ზე მეტი სომეხი სამხედრო და სამოქალაქო პირი დაიღუპა, 100 000- ზე მეტი კი ზალით იქნა გასახლებული. მიზანში იყო ამოღებული სომხური ეკლესიებიც. მრავალი ფაქტი არსებობს, რომ აზერბაიჯანელებმა არაადამიანური დამოკიდებულება გამოავლინეს სომეხი ტყვეების მიმართ. აზერბაიჯანმა გამოიყენა აკრძალული იარაღიც. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა დაადასტურა, რომ თურქეთი განაგრძობს მეგობრულ და ძმურ დამოკიდებულებას აზერბაიჯანის მიმართ, ყველა საშუალებით და მთელი გულით.
არცახის ადამიანის უფლებათა დამცველის არტაკ ბეგლარიანის განცხადებით, ნებისმიერი პირი ან ორგანიზაცია, რომელიც დაკავებულია ადამიანის უფლებების დაცვით, უნდა დაიცვას ისინი შეზღუდვების გარეშე, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც დაუცველი და მოწყვლადი მოსახლეობა საფრთხეში იმყოფება.