მთავარიპოლიტიკა

„ეს არ არის დამარცხება, ათასობით ადამიანი გადარჩა“, – ინტერვიუ სომხეთი გენერალური შტაბის უფროსის მრჩეველთან

სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მრჩეველმა ვლადიმერ პოღოსიანმა „Sputnik სომხეთთან“  ინტერვიუში განმარტა, თუ რატომ გადაწყვიტა ქვეყნის სამხედრო ხელმძღვანელობამ, რომ არცახში  საბრძოლო მოქმედებების გაგრძელებას არანაირი პერსპექტივა არ ჰქონდა და პრემიერ მინისტრს სომხური მხარისთვის არახელსაყრელი პირობებით ომის დასრულება ურჩია.

მისივე თქმით, ომის დაწყებისთანავე, უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე რეგულარული კონსულტაციები ტარდებოდა. ამ ფონზე სომხეთის არმიამ კიდევ ერთხელ ჩაწერა თავისი სახელი ისტორიაში ოქროს ასოებით.

”ამჯერად არცახში შევეჯახეთ  ჩვენ მტრის ძალებისა და ტექნოლოგიის უპრეცედენტო რაოდენობას. არა მხოლოდ თურქეთის სპეცრაზმი იბრძოდა ჩვენს წინააღმდეგ, არა მხოლოდ თურქეთის დაფინანსება და ტექნოლოგია, არამედ დაქირავებული სამხედროები შუა აღმოსავლეთიდან და აფრიკიდან.

მპოვებულ  რადიო საუბრებში ჩეჩნური სიტყვები ისმოდა. აშკარაა, რომ ეს ის ბოევიკები ყვნენ, რომლებიც ერთხელ გადაურჩნენ დევნას ჩრდილოეთ კავკასიაში და თავშესაფარი იპოვნეს სირიის ტერორისტულ ბანაკებში.

გამოყენებული იქნა  ჰიბრიდული ომის უახლესი ტექნოლოგიები. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ეპიდემიის გამო საზღვრები დაკეტილია და საჰაერო კომუნიკაციის შეზღუდვები არსებობს. იმავდროულად, აზერბაიჯანმა განაგრძო იარაღის მიღება სხვა ქვეყნებიდან, მათ შორის უკრაინიდან. ჯერ კიდევ ცოტამ თუ იცის რა უზარმაზარ მანქანას შეეჯახა ჯარი. საუბარია კოალიციურ ჯგუფზე, სადაც მსხვერპლს მხედველობაში ა ღებულობდნენ,   არსენალში მეხუთე თაობის თვითმფრინავები ჰქონდათ. ჩვენმა  არმიამ  სომხეთის სატრანსპორტო ბლოკადის პირობებში შესძლო მტერი შეეჩერებინა 44 დღის განმავლობაში ”, – თქვა ვლადიმერ პოღოსიანმა.

ნიშანდობლივია,  რომ ცივილიზებულ ევროპას ჰქონდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ტერორისტები აზერბაიჯანში გადმოვიდნენ  შუა აღმოსავლეთიდან, აფრიკიდან და ავღანეთიდან, მაგრამ არანაირი რეაგირება არ ჰქონიათ.

საყურადღებოა,  რომ ბოლო წლებში ერდოღანი არავის არ ითვალსიწინებს,  არც შეერთებულ  შტატებსა  და არც ევროპას.

 თურქეთი „შპაგატში“ ჩაჯდა.  მას აქვს პრობლემები სირიაში, ლიბიაში, აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში, ევროპასთან, ასევე აქვს შიდა პრობლემები. ერდოღანს სჭირდებოდა პლატფორმა, სადაც მისს აზრს გაითვალსიწინებდნენ. მან იგი ყარაბაღის კონფლიქტის პლატფორმაზე იპოვა. მან ჩათვალა, რომ არავინ აპირებს სერიოზულ ბრძოლას სომხეთის მხრიდან  და განსაკუთრებული წინააღმდეგობაა არშეეჯახება. ამ მიზნით თურქეთმა მთლიანად დაიმორჩილა აზერბაიჯანი”, – თქვა ვლადიმერ პოღოსიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button