მთავარიპოლიტიკა

ლავროვმა და მნაცაკანიანმა განიხილეს სამომავლო ნაბიჯები მთიანი ყარაბაღის საკითხთან დაკავშირებით

15 ნოემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა სატელეფონო საუბარი გამართა სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან ზოჰრაბ მნაცაკანიანთან. როგორც “არმენპრესი” იტყობინება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ გაგზავნილ წერილზე დაყრდნობით, მინისტრებმა განიხილეს 9 ნოემბერს სომხეთის, აზერბაიჯანისა და რუსეთის ლიდერების მიერ ხელმოწერილი ერთობლივი განცხადების შესრულების მიმდინარეობა,ისა და მათი მანდატის ეფექტურობასთან დაკავშიებული საკითხები.  

”სერგეი ლავროვმა დეტალურად აცნობა ზოჰრაბ მნაცაკანიანს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის 13 ნოემბრის ბრძანებულებით დაარსებული ჰუმანიტარული რეაგირების უწყებათაშორისი ცენტრის საქმიანობის შესახებ. საგარეო საქმეთა მინისტრებმა ხაზი გაუსვეს გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ოფისთან, იუნესკოსთან, გაეროს განვითარების პროგრამასთან, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტთან და სხვა მრავალმხრივ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის მნიშვნელობას კონფლიქტის ზონაში მშვიდობიანი მოსახლეობის რელიგიური და კულტურული განვითარების მიზნით “, – ნათქვამია შეტყობინებაში.

ნახეთ მეტი
Back to top button