პოლიტიკა

ლუგანსკში განაცხადეს უკრაინული ძალების დონბასიდან ყარაბაღში გადაყვანის შესახებ

თვითგამოცხადებული ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის სახალხო მილიციის დეპარტამენტის უფროსმა, იან ლეშჩენკომ ბრიფინგზე განაცხადა, რომ არცახის  თავდაცვის სამინისტროს აქვს ინფორმაცია დონბასში გაერთიანებული ძალების ოპერაციული ზონიდან უკრაინული ჯარების გადინების შესახებ, იუწყება „რია ნოვოსტი“.

”რადიკალური მოძრაობების გააქტიურებამ შეიარაღებული ძალების საომარ ზონებში გადასაადგილებლად გამოიწვია მუსულმანური ჯარების დიდი გადინება უკრაინის არმიიდან. მხოლოდ ოქტომბრის თვეში 700-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე გაწერეს უკრაინის შეიარაღებული ძალებიდან”, – თქვა ლეშჩენკომ.

მან განმარტა, რომ სახალხო მილიციამ არაერთხელ განაცხადა, რომ მთელი რიგი ტერორისტული ჯგუფების ბოევიკები ჩამოვიდნენ ქვეყანაში  “უკრაინის შეიარაღებული ძალების მოსამზადებლად და იდეოლოგიურად დახვეწის მიზნით”, შემდეგ კი ისინი ომის ზონაში გადაიყვანეს.

„10 ნოემბერს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა 80 სულიანი უკრაინის შეიარაღებული ძალების ბრიგადიდან დააკავეს 8 კაცი, რომლებმაც თვითნებურად მიატოვეს სამხედრო ნაწილი და ავტომანქანებით სცდილობდნენ აზერბაიჯანში გადასვლას, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ცასვლის მიზნით, დაუმატა  რესპუბლიკის სახალხო მილიციის სამმართველოს უფროსმა.

მანამდე, რუსეთის ფედერაციის საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსმა განაცხადა, რომ, ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის მიერ გასაჯაროებული ინფორმაციის თანახმად, აღმოსავლეთში მებრძოლი საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაციების დაქირავებული პირები აქტიურად გადაჰყავთ  ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში, სტყვა ეხება ატასობით დაქირავებულს.  რუსეთის პრეზიდენტის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ყარაბაღის  ცხელი კონფლიქტის ზონაში ბოევიკების ყოფნა დიდ საფრთხეს წარმოადგენს და მოსკოვი ძალიან შეწუხებულია.  

ნახეთ მეტი
Back to top button