
მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის მოსახლეობას პოზიტიური დამოკიდებულება აქვს რუსი სამშვიდობოების მიმართ და მათი დახმარების დიდი იმედი აქვთ, განაცხადა ყარაბაღში რუსეთის შეიარაღებული ძალების სამშვიდობო ჯარების მეთაურის მოადგილემ, პოლკოვნიკმა ალექსეი პოლიუხოვიჩმა, იუწყება ,,რია ნოვოსტი”.
”ადგილობრივები ძალიან დადებითად შეხვდნენ ჩვენს სამშვიდობო ძალებს. ”მათ იმედი აქვთ, რომ ჩვენი ჩამოსვლით მშვიდობიანი ცხოვრება დაბრუნდება”, – თქვა მან.
მისივე თქმით, ნორმალური ცხოვრება თანდათანობით აღდგება მთიანი ყარაბაღის დედაქალაქ სტეფანაკერტში. ყარაბაღის მაცხოვრებლების სატრანსპორტო კომუნიკაცია ლაჩინის დერეფნით იყო ორგანიზებული როგორც სომხეთისკენ, ისე უკუმიმართულებით. პოლიუხოვიჩმა აღნიშნა, რომ სამოქალაქო ტრანსპორტს თან ახლავს მხოლოდ სამშვიდობოები.
”როგორც გვითხრეს, როდესაც სამშვიდობოები აქ ჩამოვიდნენ, ჩვენ დაცულად ვიგრძენით თავი, შვებით ამოვისუნთქეთ, რომ ისინი კვლავ გვიცავდნენ ․․․ ყველა ამბობს. ”მას შემდეგ რაც რუსი სამშვიდობოები ჩამოვიდნენ, ჩვენთვის აქ უფრო სიმშვიდე იქნება”, – განუცხადა ჟურნალისტებს სტეფანაკერტის მკვიდრმა ნატალია პეტროსიანმა.