მთავარიპოლიტიკა

სამშვიდობო მისიით სომხეთში ჩამოვიდა კიდევ 18 თვითმფრინავი IL-76

TASS– ის ცნობით, ერევნის აეროპორტებში დაეშვა 18 რუსული სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავი IL-76, იუწყება TASS.

ერევნის აეროპორტებში დაეშვა სომხეთში მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში სამშვიდობო მისიის განსახორციელებლად გაგზავნილი რუსეთის საჰაერო და კოსმოსური სამხედრო სატრანსპორტო ავიაციის “ილ-76” 18 და ან-124 “Ruslan” 2 თვითმფრინავი. სამხედროებმა გადმოტვირთეს საბრძოლო მასალები და სამხედრო ტექნიკა”, – ნათქვამია განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ ბოლო დღის განმავლობაში რუსეთის საჰაერო და კოსმოსური ძალების თვითმფრინავებით 58 ერთეული ტექნიკა – ჯავშანტექნიკა, სატვირთო მანქანა, ექსკავატორი და სხვა ტექნიკა გადაიყვანეს სომხეთში. რუსი სამშვიდობოების გადაყვანა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ხდება მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის, აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის და სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის 9 ნოემბრის ერთობლივი განცხადების თანახმად. ჯამში უნდა განლაგდეს 1960 სამხედრო. სამშვიდობო მისიის ცენტრი სტეფანაკერტშია.

ნახეთ მეტი
Back to top button