პოლიტიკა

სომხეთის მხარეს ჰყავს რამდენიმე ასეული უგზო-უკვლოდ დაკარგული ჯარისკაცი: ნიკოლ ფაშინიანი

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ მთიანი ყარაბაღის ომის დროს დაკარგული სომეხი სამხედროების რაოდენობა ცნობილია, მაგრამ პრემიერ მინისტრს არ დაუკონკრეტებია  რიცხვი.  ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ონლაინ პრესკონფერენციაზე თქვა.

”დიახ, რიცხვი  ცნობილია, მე კონკრეტულ ად ახლა არ ავღნიშნავ,  მაგრამ რიცხვი ვიცით.  სამწუხაროდ, ჩვენ გვყავს რამდენიმე ასეული უგზო-უკვლოდ დაკარგული  ჯარისკაცი  და ვიმედოვნებთ,  რომ ცოცხლებს ვიპოვით. მაგალითად, გუშინ გავიგე, რომ იპოვნეს დაჭრილი ჯარისკაცი, რომელიც ადრე დაკარგულად ითვლებოდა”, – თქვა პრემიერ მინისტრმა.

პრემიერ-მინისტრმა ტყვეთა  გაცვლის პირობებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ  ტყვეთა გაცვლა მოხდება მსხვერპლთა ცხედრების გაცვლის შემდეგ.

ნახეთ მეტი
Back to top button