
მოსკოვი ყველა ღონეს ხმარობს, რომ ხელი შეუშალოს რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერების განცხადების ხელახლა გადახედვას მთიანი ყარაბაღის შესახებ. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.
”ჩვენ ვერ ვხედავთ ამ განცხადების რედაქტირების ან გადასინჯვის რაიმე აუცილებლობას. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ეს არ მოხდეს“ – თქვა ლავროვმა, იუწყება „რია ნოვოსტი“.
9 ნოემბერს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, სომხეთის პრემიერ მინისტრმა ნიკოლ პაშინიანმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ერთობლივი განცხადება გააკეთეს საომარი მოქმედებების შეწყვეტის შესახებ.