პოლიტიკა

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო: ცეცხლის შეწყვეტა ყარაბაღში შენარჩუნებულია კონტაქტის მთელი ხაზის გასწვრივ

ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი შენარჩუნებულია მთიან ყარაბაღში  კონტაქტის მთელს ხაზზე. ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა იგორ კონაშენკოვმა ბრიფინგის დროს განაცხადა.

„ცეცხლის შეწყვეტა შენარჩუნებულია კონტაქტის მთელი ხაზის გასწვრივ,” – თქვა კონაშენკოვმა.

მისივე თქმით, დასრულებულია რუსი სამშვიდობოების საგუშაგოების ოწყობა კონტაქტის ხაზის გასწვრივ. ისინი მთელი დღის განმავლობაში აკონტროლებენ სიტუაციას.

მიმდინარე წლის 15 ნოემბერს სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიიდან 475 ლტოლვილი დაბრუნდა მთიან ყარაბაღში, რუსეთის სამშვიდობო ძალებისა და სამხედრო პოლიციის პატრულირების თანხლებით, თქვა კონაშენკოვმა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, 14 ნოემბრიდან საცხოვრებელ ადგილებში სულ 725 ადამიანი დაბრუნდა, რომლებმაც მანამდე მთიანი ყარაბაღის ტერიტორია დატოვეს საომარი მოქმედებების გამო.

ნახეთ მეტი
Back to top button