პოლიტიკა

რუსი მაშველები სტეპანაკერტში ჩავიდნენ

რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს 30 კაციანი ოპერატიული ჯგუფი სტეპანაკერტში 16 ნოემბერს ჩავიდა. ამის შესახებ იტყობინება რფ  საგანგებო სიტუაციების სამინისტრო.

”ეს იქნება უწყებათაშორისი ჰუმანიტარული რეაგირების ცენტრის ნაწილი, სადაც ადგილზე შეფასდება სიტუაცია და კოორდინირებული იქნება სამოქალაქო მოსახლეობისთვის საჭირო დახმარების შემდგომი ქმედებები”, – ნათქვამია განცხადებაში.

გუნდი ამჟამად შეისწავლის საველე ბანაკის ადგილს. ბანაკში შეიქმნება მობილური საკომუნიკაციო კერა, რომელიც უზრუნველყოფს ჰუმანიტარული მისიის განმავლობაში რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ქვედანაყოფების კოორდინაციას.

ჯგუფში შედიან სამინისტროს ცენტრალური აპარატის სპეციალისტები და მობილური მართვის პუნქტი.  „ჩვენი ამოცანაა შედეგების შესწავლა, საჭირო ძალებისა და რესურსების გამოყოფა სამომავლოდ”, – თქვა ოპერატიული ჯგუფის ხელმძღვანელმა და რუსეთის სამაშველო  ორგანიზაციის დირექტორმა იგორ კუტროვსკიმ.

ნახეთ მეტი
Back to top button