
ადგილობრივი მაცხოვრებლების თხოვნით, რუსულმა სამშვიდობო ძალებმა ყარაბაღის ქელბაჯარის (ქარვაჭარის) რეგიონში დადივანქის მონასტრის საგუშაგო განათავსეს. ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის მინისტრის სპიკერმა იგორ კონაშენკოვმა ორშაბათს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
”სამშვიდობოების სარდლობამ თანამშრომლობა დაამყარა ადგილობრივ ადმინისტრაციებთან თემებში რელიგიური მრწამსის საკითხების გადასაჭრელად. ადგილობრივი მაცხოვრებლების თხოვნით, რუსმა სამშვიდობოებმა ქელბაჯარის რეგიონში, დადივანქის ძველ ქრისტიანულ კომპლექსთან, საგუშაგო განათავსეს”, – თქვა კონაშენკოვმა.
მისივე თქმით, სამშვიდობო ძალების შუამავლობით განიხილება მრევლის თავისუფალი გადაადგილების საკითხი სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე.