მთავარიპოლიტიკა

სამმხრივი განცხადების შემდეგ აზერბაიჯანმა მინიმუმ 6 ადამიანი აიყვანა მძევლად: ალავერდიანი

სომხეთის ყოფილმა  ომბუდსმენმა, უფლებადამცველმა ლარისა ალავერდიანმა ოპოზიციის მიტინგზე განაცხადა, რომ მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადების შემდეგ მინიმუმ ექვსი ადამიანი მძევლად აიყვანეს.

მძევლებიდან ორი 85 და 75 წლისაა, არც კი არის ცნობილი რა ბედი ეწიათ. მან გააფრთხილა არცახის  მოსახლეობა საკუთარი მანქანებით არ წავიდნენ არცახში.

”დღეს ჩვენ არ ვიცით რამდენი დაკარგული ადამიანი გვყავს, რამდენი სამხედრო ტყვე და მძევალი”, – თქვა ალავერდიანმა.

ალავერდიანის თქმით, მათი ორგანიზაცია, ისევე როგორც თავდაცვის სამინისტროს შესაბამისი განყოფილებები, აგროვებენ  მონაცემებს აზერბაიჯანში  სომხების ყოფნის შესახებ.

”რა მექანიზმებით აკონტოლებთ   ცეცხლის შეწყვეტის პირობას? რა ბედი ეწევა ამ ცეცხლის შეწყვეტის პირობების დამრღვევს?” ეს არის კითხვები, რომელზეც ჯერ-ჯერობით პასუხი არ არსებობს.  

ნახეთ მეტი
Back to top button