მთავარისაზოგადოება

საქართველოში კორონავირუსის 3 117 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

,,მეტრონომი” წერს, რომ საქართველოში კორონავირუსის 3 117 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 3 638 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 45 პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 85 952 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 68 929 გამოჯანმრთელდა, 778 კი, გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 2 797 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 5 662,​ კოვიდსასტუმროში – 3 351.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

ნახეთ მეტი
Back to top button