პოლიტიკა

ალიევი აგრძელებს მკაცრ რიტორიკას: მან გამორიცხა ნებისმიერი სტატუსი მთიანი ყარაბაღისთვის

მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების შეწყვეტისა და კონფლიქტის ზონაში რუსი სამშვიდობოების განლაგების შესახებ განცხადების შემდეგ, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი  აგრძელებს მკაცრი რიტორიკის გამოყენებას. მიუხედავად რუსეთის მიერ გაკეთებული განცხადებებისა, რომ რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტთა სამმხრივი განცხადება ქმნის საფუძველს გრძელვადიანი კონფლიქტის  სამართლიანი მოწესრიგებისათვის სომხეთისა და აზერბაიჯანის ხალხებისთვის, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა თქვა, რომ მთიანი ყარაბაღის სტატუსის საკითხი აღარ დგას.

ალიევმა ასეთი განცხადება გააკეთა აზერბაიჯანის ხალხისადმი გზავნილში.

მან აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა არ შეიძლება მოლაპარაკებების საგანი გახდეს.

ნახეთ მეტი
Back to top button