მთავარისაზოგადოება

რას ფიქრობენ რუსები ყარაბაღის ომზე? გამოკითხვა

საზოგადოებრივი აზრის სრულიად რუსულმა ცენტრმა წარმოადგინა რუსების აზრი ყარაბაღის მოვლენებთან დაკავშირებით. ცენტრის ოფიციალური ვებსაიტის თანახმად, რუსების 72% თვალყურს ადევნებს ყარაბაღში განვითარებულ მოვლენებს, მათგან 19% ყურადღებას აქცევს. ძირითადად (39%) 60 წელს გადაცილებული ხალხია. გამოკითხულთა 26% საერთოდ არ არის დაინტერესებული რეგიონით ძირითადად, ეს არის 18-24 და 25-34 წლის პირები (შესაბამისად 44% და 51%).

მონაწილეთა 81% პოზიტიურად აფასებს საომარი მოქმედებების შეწყვეტის შესახებ განცხადებას. ეს ძირითადად ძველი თაობის წარმომადგენლები არიან – 45-59 წლის (88%) და 60 წელზე მეტი ასაკის ადამიანები (94%). რუსების 15% არ არის დაინტერესებული მოვლენებით, მათი უმეტესობა 25-34 წლის ხალხია.

რუსების აზრით, რუსეთი კონფლიქტის მოგვარების მთავარი მოთამაშე იყო. გამოკითხულთა 64% ასე ფიქრობს, ძირითადად 60 წელზე უფროსი ადამიანები, ასევე 45-59 წლამდე (77%). გამოკითხულთა 16% ფიქრობს, რომ რუსეთის როლი მეორეხარისხოვანი იყო. ესენი  ძირითადად ახალგაზრდები არიან, მათგან 35% 18-24 წლისაა, 28% – 25-34 წლისაა.

კითხვაზე, თუ რა არის ყარაბაღის მომავალი, 39% -მა თქვა, რომ ომი არ იქნება. ძირითადად ასე ფიქრობენ 60 წელს გადაცილებული ადამიანები (46%). მონაწილეთა 31% ფიქრობს, რომ ომი განახლდება, მაგრამ უახლოეს მომავალში არა, 12% ფიქრობს, რომ საბრძოლო მოქმედებები მალე განახლდება.

ნახეთ მეტი
Back to top button