პოლიტიკა

რუსეთ-თურქეთის პირდაპირი დაპირისპირების რისკი მცირეა: თურქოლოგი სომხეთის საზღვარზე თურქული ჯარების თავმოყრის შესახებ

გუშინ, სომხეთის მედიასაშუალებსა და სოციალურ ქსელში ელვის სისწრაფით გავრცელდა ახალი ამბავი, თურქეთი სომხეთთან საზღვრის იგდირის მონაკვეთზე ტავს უყრის  სამხედრო-სატრანსპორტო ავიაციას. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეგრამ -არხი.”სოლოვიოვი” ავრცელებს, რომელიც ბოლო კვირების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე სანდო გახდა სომხური დომენისთვის, ის წყაროდ  „მილიტარისტს“  მიუთითებდა.

”თურქეთი მესიჯს გვიგზავნის,  რომ შეეცდება განაგრძოს თავისი სამხედრო მისწრაფებები სამხრეთ კავკასიაში.  რეგიონში დაძაბულობა გრძელდება, ის უფრო გლობალური ხდება”, – თქვა თურქოლოგმა რუბენ მელქონიანმა ახალი ამბების კომენტირებისას.

 მისი თქმით, თურქეთ-რუსეთის წინააღმდეგობებს უფრო მკაფიო გამოვლინებები ექნება და ახალ პერსპექტივებს მოიცავს. ამის მიუხედავად, თურქოლოგი არ თვლის, რომ დიდი ალბათობაა, რომ სომხეთში რუსეთ-თურქეთის პირდაპირი ომი გაჩაღდება.

„ამ მომენტში შექმნილი სხვადასხვა მოვლენების  გათვალისწინებით, ეს კონფლიქტი არ არის ძალიან რეალისტური, მაგრამ თურქეთის აგრესია კვლავ  იზრდება“,  – თქვა მან.

ნახეთ მეტი
Back to top button