მთავარიპოლიტიკა

საომარი მოქმედებების შეწყვეტა პირველი ნაბიჯია მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების საქმეში: პომპეო

შეერთებული შტატები მიესალმება საომარი მოქმედებების შეწყვეტას სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის.

”ჩვენ კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებთ დაღუპულთა   ოჯახებს და მოვუწოდებთ ყველა მხარეს, დაიცვან თავიანთი ვალდებულებები გათვალსიწინებული საერთაშორისო სამართლით, მათ შორის საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლით”, – განაცხადა სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ.

მისივე თქმით, საბრძოლო მოქმედებების დასრულება მხოლოდ პირველი ნაბიჯია მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების გზით.

”ჩვენ მხარეებს ვურჩევთ, რაც შეიძლება მალე ითანამშრომლონ ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებთან, რათა მდგრადი პოლიტიკური გადაწყვეტილება  მიიღონ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის საკითხზე, რომელიც დაფუძნებული იქნება ტერიტორიული მთლიანობისა და  ხალხთა თვიამორკვევის უფლებებზე.   როგორც ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე, შეერთებული შტატები აგრძელებს სრულად ჩართვას ამ ძალისხმევაში”, – თქვა პომპეომ.

”ჩვენი დიპლომატიური ჩართულობის პარალელურად, შეერთებული შტატები 5 მილიონ აშშ დოლარის ჰუმანიტარულ დახმარებას გამოყოფს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტისა და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების დასახმარებლად “, – თქვა მან.

ნახეთ მეტი
Back to top button