
საფრანგეთის 15-მა ქალაქმა აღიარა არცახის დამოუკიდებლობა. მოწოდებაში, რომელიც მათ გაავრცელეს ნათქვამია:
”2020 წელს 27 სექტემბერს აზერბაიჯანმა კვლავ გააღვიძა რომელიც 1994 წლიდან არასტაბილური ცეცხლის შეწყვეტით იყო გაყინული, დაიწყო მასშტაბური შეტევა თვითგამორკვევული რესპუბლიკის წინააღმდეგ.
აზერბაიჯანის არმიამ, რომლის შემადგენლობაში მსახურობდნენ სირიაში ჯიჰადისტურ დაჯგუფებებში მყოფი დაქირავებული სამხედროები, გამოიწვია მთიანი ყარაბაღში (არცახში ) ჰუმანიტარული კრიზისი, რასაც თან ახლდა შეიარაღებული კონფლიქტის შესახებ საერთაშორისო კონვენციების სერიოზული დარღვევები. დაბომბეს დედაქალაქი სტეპანაკერტიც და მოსაზღვრე რაიონებიც. დაიღუპა მრავალი მშვიდობიანი მოქალაქე და ათასობით არცახელი გასახლებული იქნა.
10 ნოემბრის შუაღამისას, 44 დღიანი სისხლიანი ბრძოლის შემდეგ, ძალაში შევიდა ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება, რომელიც ხელმოწერილია რუსეთის ხელისუფლების ეგიდით, კონფლიქტის მხარეების პოზიციების დაფიქსირებით. მიუხედავად იმისა, რომ ამ შეთანხმების საბოლოო დებულებები სულაც არ არის დამაკმაყოფილებელი, ისინი ხელს უწყობენ სიცოცხლის გადარჩენას ორივე მხრიდან. ტერიტორიულმა დანაკარგებმა შეიძლება უკიდურესად ცუდ მდგომარეობამდე მიგვიყვანოს: რაც დგომარეობს არცახის ათასწლიანი მემკვიდრეობის, მე -4, მე -8 ან მე -10 საუკუნეების ასობით მონასტრისა და ეკლესიის შენარჩუნებაში … ამ თვალსაზრისით, არმიის მეორე ქალაქის შუშის დაცემა მიგვიყვანს საკუთარი ისტორიული მეხსიერების დაკარგვის საფრთხემდე, მათ შორის ახლახან განახლებული ღაზანჩეწოცის ეკლესია საფრთხის წინაშე აღმოჩნდება.
ამიერიდან ჩვენი ვალია, არ ამოვეფაროთ ნეიტრალიტეტს, რაც აზერბაიჯანული აგრესიის მხარდაჭერას ნიშნავს. ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა დავადასტუროთ ჩვენი სრული მხარდაჭერა მეგობარი ხალხის მიმართ, ხელი შეუვუწყოთ სომეხი ხალხის დაბრუნებას წინაპრების მიწაზე.