მთავარისაზოგადოება

საქართველოში კორონავირუსის 3443 ახალი შემთხვევა დადასტურდა

,,News.on.ge” წერს, რომ დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 3 443 ახალი დადასტურებული შემთხვევა. პირველი ინფიცირების შემთხვევიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 89 395.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით 37 ადამიანი გარდაიცვალა. მათ შორის:

  • თბილისში — 19;
  • აჭარაში — 9;
  • იმერეთში — 6;
  • შიდა ქართლში — 1;
  • ქვემო ქართლში — 1;
  • სამცხე-ჯავახეთში — 1.

2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ დაფიქსირდა 815 გარდაცვალების შემთხვევა.

ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 2 539 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა — 71 468-მდე.

დღეს გამოვლენილი 3 443 შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები შემდეგი სახით გამოიყურება:

  • თბილისში — 1 318 შემთხვევა;
  • აჭარა — 512;
  • იმერეთი — 562;
  • ქვემო ქართლი — 163;
  • შიდა ქართლი — 178;
  • გურია — 64;
  • სამეგრელო და ზემო სვანეთი — 368;
  • კახეთი — 85;
  • მცხეთა-მთიანეთი — 54;
  • სამცხე-ჯავახეთი — 106;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი — 33.

ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 17 086. მათგან 5 763 მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში — 2 650, აჭარაში — 925, იმერეთში — 1 175.

მთავრობის ინფრორმაციით, სულ 836 მძიმე პაციენტია, რომელთაგანაც, თბილისშია — 411, აჭარაში — 140, იმერეთში — 177. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე — 371 პირი, მათ შორის, თბილისში — 163, აჭარაში — 115, იმერეთში — 30.

3 435 პირი არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 1 667 — აჭარაში, 1 151 — თბილისში, ხოლო 313 — იმერეთში. 7 888 კი მკურნალობს ბინაზე.

საკარანტინე სივრცეში იმყოფება 2 370 ადამიანი, მათ შორის, თბილისში — 442, აჭარაში — 1 256, ხოლო იმერეთში — 32. სულ 6 ოქტომბრიდან 17 ნოემბრის პერიოდში, საზღვრიდან გადაყვანილია — 16 053 პირი.

დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 52 079 პირი, საიდანაც თბილისში — 14 881 პირი, აჭარაში — 16 724, იმერეთში — 5 387.

ნახეთ მეტი
Back to top button