პოლიტიკა

საჭიროების შემთხვევაში, ხელი მოეწერება სამმხრივ დოკუმენტს: ტონოიანი შოიგუს ესაუბრა

მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე მიმდინარე ოპერატიული ვითარება  და  პროცესები განიხილეს სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრმა დავით ტონოიანმა და  რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრმა, არმიის გენერალმა სერგეი შოიგუმ. სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ტონოიანს გუშინ ღამით ჰქონდა სატელეფონო საუბრები შოიგუსთან.

”ტონოიანმა გამოხატა მხარდაჭერა მთიან ყარაბაღში რუსეთის უწყებათაშორისი ჰუმანიტარული რეაგირების ცენტრის შექმნისთვის.  ეს უნდა ეხებოდეს ლტოლვილთა დაბრუნებას, სამოქალაქო ინფრასტრუქტურის აღდგენას, გარდაცვლილებს, ტყვეებსა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ძებნას”, – ნათქვამია განცხადებაში.

მიღწეულ იქნა შეთანხმება ამ სფეროში სამმხრივი დოკუმენტის ხელმოწერის შესახებ რუსეთს, სომხეთსა და  აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროებს  შორის.

სომხეთის თავდაცვის მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა მთიან ყარაბაღში ჰუმანიტარულ ვითარებაზე.

ტონოიანმა მადლობა გადაუხადა თავის კოლეგას სამშვიდობო დანაყოფების  სწრაფი და ეფექტური განლაგებისათვის, ასევე დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების, ტყვეების, მძევლებისა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა გაცვლის ორგანიზებისათვის.

ნახეთ მეტი
Back to top button