რუსეთის საგარეო სადაზვერვო სამსახურის დირექტორმა სერგეი ნარიშკინმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები და ნატოს მოკავშირეები ცდილობენ სომეხი და აზერბაიჯანელი ხალხის. ინფორმაციას PRS პრესსამსახური ავრცელებს.
„ნატოს წამყვანი ქვეყნები ცდილობენ დამალონ, რომ ისინი უკმაყოფილონი არიან რუსეთის აქტიური მონაწილეობით მიღწეული ხელშეკრულებით.
შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები აღშფოთებულები არიან იმით, რომ ომი მოსკოვის ჩარევით შეწყდა. ყოველივე ამის შემდეგ, ბათილდება მათი დიდი ხნის მუშაობა რუსეთის კავკასიიდან განდრვნის მიმართულებით”, – თქვა მან
ნარიშკინის აზრით, ვაშინგტონს და ევროპას არ სურთ შეურიგდნენ რეგიონში ძალთა ბალანსს.
”ამ ბალანსის” დემონტაჟის მიზნით, მათ ვერაფერი უკეთესი ვერ მოიგონეს სომეხ და აზერბაიჯანელ ხალხებს შორის განხეთქილების გაღვივებისა“, – დასძინა მან.
ნარიშკინმა ხაზი გაუსვა, რომ დასავლეთი სომხეთ-აზერბაიჯანის ნაციონალისტების პროვოცირებას ახდენენ ყარაბაღის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დისკრედიტაციის მიზნით.
ნარიშკინის თანახმად, ისინი ცდილობენ დაარწმუნონ სომხები, რომ მთიან ყარაბაღში დამყარებული მშვიდობა არის ერევანის დამარცხება, და საჭიროა გაგრძელებული იქნას „ომი გამარჯვებამდე“.
”აზერბაიჯანელებს კი ეუბნებიან, რომ კრემლმა მათ მოპარა გამარჯვება, მაშინ როცა როდესაც აზერბაიჯანის არმიას სტეპანაკერტის აღებამდე ერთი ნაბიჯი აშორებდა”, – თქვა ნარიშკინმა. ნარიშკინის სიტყვებით, დასავლეთის მოქმედება იმაზე მეტყველებს, რომ „აშშ და მისი ევროპელი მეგობრები, როგორც ყოველთვის, თავიანთ ამოცანებს აგვარებენ უბრალო ადამიანების, ამჯერად – აზერბაიჯანელებისა და სომხების – ინტერესების ხარჯზე“.