
დღეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა მიიღო ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები იგორ პოპოვი (რუსეთი), სტეფან ვისკონტი (საფრანგეთი), ენდრიუ შეფერი (აშშ), აგრეთვე ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის პირადი წარმომადგენელი ანჯეი კასპრჩიკი.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, შეხვედრაზე განიხილეს სამმხრივი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტის, სომხეთის პრემიერ მინისტრისა და რუსეთის პრეზიდენტის მიერ 9 ნოემბერს ხელმოწერილი განცხადების შემდეგ მთიან ყარაბაღში შექმნილი ვითარება.
განიხილეს ეუთოს მინსკის ჯგუფის სამი თანათავმჯდომარის შემდგომი შუამავლური ძალისხმევების კოორდინაციის საკითხები.