მთავარიპოლიტიკა

თურქეთის გეგმები გაცილებით უფრო შორს მიდის, ვიდრე არცახისათვის დარტყმის მიყენება

სომხეთის რესპუბლიკის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის არქეოლოგიის ინსტიტუტის დირექტორმა აკადემიკოსმა რუბენ საფრასტიანმა „Sputnik სომხეთის“  ეთერში ისაუბრა სომხეთის სახელმწიფო საზღვართან თურქული ჯარების დაგროვებისა და აზერბაიჯანში ჯარების გაგზავნის შესახებ ქვეყნის პარლამენტის გადაწყვეტილების ირგვლივ.

რუბენ საფრასტიანის აზრით, თურქეთის პოლიტიკამ ჩვენს რეგიონში, განსაკუთრებით აგრესიულმა საომარმა მოქმედებებმა არცახის  წინააღმდეგ, აჩვენა ამ ქვეყნის მისწრაფებები, მაგრამ თურქეთმა მაინც ვერ მიიღო ის რაც სურდა, სინამდვილეში ვერ მიაღწია მთავარ მიზანს. მისივე თქმით, რუსეთმა თურქეთს არ მისცა უფლება მიეღო მონაწილეობა სამშვიდობო მისიაში ან ამ მიზნით მყოფი სამხედრო ნაწილების მოქმედებებში, ისევე როგორც თურქეთის ჯარები არ იქნება  განლაგებული არცახში.

„მიუხედავად ამისა, თურქეთი გააგრძელებს აგრესიულ პოლიტიკას სამხრეთით კავკასიაში არცახისა და სომხეთის მიმართ, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ თურქეთი ძალებს აგროვებს სომხეთის საზღვართან, მომავალში ის გამოიყენებს მას ჩვენი ქვეყნის დამატებითი ზეწოლისთვის”, – თქვა მან.

საფრასტიანის აზრით,  თურქეთის გეგმები  უფრო შორს მიდის, მისი მთავარი სამიზნე სომხეთია, ამიტომ მას სურს გააგრძელოს აბდულ ჰამიდისა და ახალგაზრდა თურქების მიერ დაწყებული გენოციდის პოლიტიკა, რომელიც თავის დროზე განაგრძო მუსტაფა ქემალმა და ახლა ესტაფეტა მიიღო ერდოღანმა.

„ეს დასტურდება თურქეთის პარლამენტის ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებით, რომლის თანახმად, აზერბაიჯანში უნდა განთავსდეს თურქული ჯარი, რომელსაც ფორმალური ხასიათი აქვს, რადგანაც  აზერბაიჯანში უკვე დისლოცირებულია  თურქული არმიის სპეციალური ნაწილები, ასობით ოფიცერი.  თუნდაც პრესაში გავრცელებული  იმ გენერლების სახელები, რომლებიც არცახის  წინააღმდეგ აგრესიას ხელმძღვანელობდნენ“, – თქვა აკადემიკოსმა.

საფრასტიანის თქმით, თურქეთის პარლამენტის გადაწყვეტილების უკან დიდი გეგმები დგას, რომლებიც დაკავშირებულია აზერბაიჯანში ან ნახიჭევანში დიდი თურქული სამხედრო ბაზის განლაგებასთან, ეს პროცესი კარგა ხანია   მიმდინარეობს,  ამჟამად თურქეთის პარლამენტმა მხოლოდ მწვანე შუქი აუნთო.

ნახეთ მეტი
Back to top button