მთავარიპოლიტიკა

რუსეთის როლი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებაში რამდენჯერმე გაიზარდა

ცენტრ „ორბელი“-ს  ანალიტიკოსმა ტარონ ჰოვანისიანმა  „putnik სომხეთის“  ეთერში ისაუბრა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ინტერვიუს მნიშვნელოვან დებულებებზე, რომლებიც ეხება ყარაბაღის საკითხს და საომარ მოქმედებებს.

კერძოდ, მთიანი ყარაბაღის სტატუსთან დაკავშირებულ ნაწილზე საუბრისას, ტარონ ჰოვანისიანი სინანულს გამოთქვამს იმის გამო, რომ ეს საკითხი შეჩერებულია არსებული ვითარების გამო. მისივე თქმით, საომარ მოქმედებებში ფაქტობრივი დამარცხება, ასევე სამმხრივი განცხადებით დადგენილი ცეცხლის შეწყვეტის პირობები არ ეხება არცახის სტატუსს.

”როგორც რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, ხელშეკრულება ეხება მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტის საკითხს, საომარი მოქმედებების შეწყვეტას, ეს არ არის პოლიტიკური მოწესრიგების დოკუმენტი, იგი მსგავსია, მაგალითად, 1994 წლის მაისში ხელმოწერილი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებისა. პოლიტიკური მოწესრიგების პროცესი დაახლოებით ოცდაექვსი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა გარკვეული ცვლილებებით.

ამის მიუხედავად, ჰოვანისიანს უჭირს იმის თქმა, როდის დაიწყება მოლაპარაკებები, რა წერტილიდან და რა პირობებში, რადგან აშკარაა, რომ ომამდელ მოლაპარაკებათა პუნქტები უკვე  აღარ არის აქტუალური, ერთადერთი პრობლემა, რაც წინა პერიოდიდან მემკვიდრეობით გადაეცემა, არის მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების ფორმატი. იქაც შეინიშნება გარკვეული ცვლილება, რადგან რუსეთი აღარ არის ჩართული იმავე სტატუსით, რადგანაც  ახლა არცახში  რუსი სამშვიდობოები არიან.

”რამდენჯერმე გაიზარდა რუსეთის როლი და წონა საკითხის მოგვარებაში, პარალელურად შემცირდა საფრანგეთისა და შეერთებული შტატების როლი. ბევრი რამ იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ იქცევიან ეს ქვეყნები. თავის მხრივ, თურქეთი აგრძელებს აქტიურ მცდელობებს ჩაერთოს შემდგომ ეტაპებში პირდაპირ,  ცალმხრივად უჭერს მხარს აზერბაიჯანს.  ასე რომ, არცახის სტატუსის საკითხი ბუნდოვანი რჩება”, – თქვა ანალიტიკოსმა.

ნახეთ მეტი
Back to top button