
სომხეთის თავდაცვის მინისტრმა დავით ტონოიანმა თანამდებობა დატოვა, იუწყება “არმენპრესი”.
მედიის ცნობით, დავით ტონოიანს შეცვლის პრემიერ-მინისტრის მთავარი მრჩეველი ვაღარშაკ ჰარუთიუნიანი.
დავით ტონოიანი თავდაცვის მინისტრად დაინიშნა 2018 წლის 11 მაისს. მანამდე მას ეკავა სომხეთის საგანგებო სიტუაციების მინისტრის პოსტი.
ვაღარშაკ ჰარუთიუნიანს თავდაცვის მინისტრის პოსტი ეკავა 1999-2000 წლებში.