მთავარიპოლიტიკა

ევროკავშირი თვლის, რომ აუცილებელია მთიანი ყარაბაღის სტატუსის შესახებ მოლაპარაკებების განახლება

ევროკავშირი თვლის, რომ აუცილებელია მთიანი ყარაბაღის სტატუსის შესახებ პოლიტიკური მოლაპარაკებების განახლება ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების ფარგლებში.

“არმენპრესი” -ს გადმოცემით, როგორც იუწყება TASS-ი, ამის შესახებ განაცხადა ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეპ ბორელმა.

”ევროკავშირი თვლის საჭიროდ რომ დაიწყოს ძალისხმევა კონფლიქტის მოსაგვარებლად, მთიანი ყარაბაღის სტატუსის ჩათვლით”, – აღნიშნა ბორელმა განცხადებაში.

ევროკავშირი აპირებს თვალყური ადევნოს მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესრულებას. ბორელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი მოუწოდებს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონიდან უცხოელი მებრძოლების დაუყოვნებლივ გაყვანას.

ნახეთ მეტი
Back to top button