
წმინდა ეჩმიაძინის არცახის სასულიერო კულტურული მემკვიდრეობის განყოფილება მკაცრად გმობს აზერბაიჯანის მხრივ შუშის წმინდა ჰოვჰანნეს ნათლისმცემლის შუშის მწვანე ეკლესიის მიმართ განხორციელებულ ვანდალიზმს. ამის შესახებ ინფორმაცია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე განათავსა წმინდა ეჩმიაძინის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელმა, მამა ვაჰრამ მელიქიანმა.
”სულიერი და კულტურული ღირებულებებისადმი ასეთი დამოკიდებულება აზერბაიჯანის სომხური კულტურის მიმართ ათწლეულების განმავლობაში განხორციელებული საქმიანობის გაგრძელებაა. ”სომხური კულტურის მტკიცებულებების არცახის მიწიდან წაშლის მცდელობა ხდება ჩვენი სამშობლოს ისტორიული კუთვნილების ფაქტების აღმოფხვრა”, – ნათქვამია განცხადებაში.
დედა საყდარი მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას და შესაბამის სტრუქტურებს, დაგმოს აზერბაიჯანის მიერ შუშის ეკლესიის მიმართ ჩადენილი ასეთი სისასტიკე.
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ ინტერნეტში გამოჩნდა ვიდეო, სადაც ჩანს, თუ როგორ ბილწავენ აზერბაიჯანელები შუშის წმიდა მაცხოვრის ღაზანჩეცოცის შუა საუკუნეების ეკლესიას.