მთავარისაზოგადოება

კორონავირუსის 3768 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლინდა 1443, აჭარაში — 676, იმერეთში — 541

,,News.on.ge” წერს, რომ საქართველოში კორონავირუსის დღეს გამოვლენილი 3 768 შემთხვევიდან, უმრავლესობა, თბილისშია.

დღეს გამოვლენილი 3 768 შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები შემდეგი სახით გამოიყურება:

  • თბილისში — 1 443 შემთხვევა;
  • აჭარა — 676;
  • იმერეთი — 541;
  • ქვემო ქართლი — 183;
  • შიდა ქართლი — 165;
  • გურია — 52;
  • სამეგრელო და ზემო სვანეთი — 363;
  • კახეთი — 130;
  • მცხეთა-მთიანეთი — 96;
  • სამცხე-ჯავახეთი — 95;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი — 24.

ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 18 008. მათგან 5 879 მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში — 2 702, აჭარაში — 942, იმერეთში — 1 179.

საქართველოში დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 3 768 ახალი დადასტურებული შემთხვევა. პირველი ინფიცირების შემთხვევიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 96 860.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით 41 ადამიანი გარდაიცვალა. მათ შორის:

თბილისში — 19;
აჭარაში — 5;
იმერეთში — 12;
ქვემო ქართლში — 2;
მცხეთა-მთიანეთი — 3.

2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ დაფიქსირდა 894 გარდაცვალების შემთხვევა.

ნახეთ მეტი
Back to top button