მთავარიპოლიტიკა

ლავროვმა კომენტარი გააკეთა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის გამოხმაურებაზე მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებაში რუსეთის მონაწილეობის შესახებ

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი არ ფიქრობს, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი მოგვარდა შეერთებული შტატებისა და საფრანგეთის მონაწილეობის გარეშე. „არმენპრესის“ გადმოცემით, ამის შესახებ  RT- სთან ინტერვიუში განაცხადა ლავროვმა, კომენტარი გაუკეთა რა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის გამოხმაურებას  მთიან ყარაბაღში ვითარების მოგვარებაში რუსეთის მონაწილეობაზე.

”უპირველეს ყოვლისა, არ ვფიქრობ, რომ ეს (ყარაბაღის საკითხი) გადაწყდა შეერთებული შტატების მონაწილეობის გარეშე, რადგან, რა თქმა უნდა, სამი თანათავმჯდომარის, რუსეთის, აშშ-სა და საფრანგეთის პოზიცია, რომელიც 9 ნოემბერს ხელმოწერილ დოკუმენტამდე ბოლო თვის განმავლობაში მრავალჯერ იქნა წარმოდგენილი როგორც პრეზიდენტების, ასევე მინისტრების და  თანათავმჯდომარე ქვეყნების სპეციალური წარმომადგენლების დონეზე,  მხარს უჭერსნ სისხლისღვრის დაუყოვნებლივ შეჩერებას, ცეცხლის შეწყვეტის კონტროლის მექანიზმის შემუშავებას და  პოლიტიკური და ფსიქოლოგიური გავლენა იქონიეს სიტუაციაზე”, – აღნიშნა ლავროვმა.

მისივე თქმით, მართალია იმ დროს მოწოებებს არ ჰქონდათ მატერიალური სახე, მაგრამ მათ მნიშვნელოვანი პოლიტიკური როლი შეასრულეს პირობების შექმნაში რუსეთის პრეზიდენტის ძალისხმევით მხარეების შეთანხმების მისაღწევად.

”სიტუაციაში, როდესაც საქმე სიტყვასიტყვით ეხებოდა წუთებს, რომელთაგან თითოეულს თავისი ფასი ჰქონდა ადამიანის სიცოცხლის ფორმით, დარეკვა ვაშინგტონში, პარიზში, და შეთანხმება ამ საკითხის გარშემო, და ისინი ნამდვილად მხარს დაუჭერდნენ განსაზღვრულ ფორმულირებებს?…”, – თქვა ლავროვმა და გამოთქვა აზრი, რომ ასეთი პრეტენზიების გაკეთება უბრალოდ არასწორი და არაეთიკურია.

მანამდე სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებსა და საფრანგეთს ჯერ კიდევ ბევრი კითხვა აქვთ რუსეთთან კონფლიქტის მოგვარების საკითხთან დაკავშირებით, მათ შორის თურქეთის როლზე. ლავროვის თქმით, უცნაურია ასეთი რამის მოსმენა, რადგან ამერიკელ კოლეგებს აცნობეს სახელმწიფო მდივნის მოადგილის დონეზე.

9 ნოემბერს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, სომხეთის პრემიერ მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების შეწყვეტის შესახებ ომი 10 ნოემბერს 01:00 საათზე შეწყდა, რუსი სამშვიდობოები მთიან ყარაბაღში შევიდნენ.

ანა გრიგორიანი

ნახეთ მეტი
Back to top button