მთავარიპოლიტიკა

პრემიერ- მინისტრ ფაშინიანს სატელეფონო საუბარი ჰქონდა ემანუელ მაკრონთან

პრემიერ – მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს სატელეფონო საუბარი ჰქონდა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან.

მხარეებმა განიხილეს მთიან ყარაბაღში შექმნილი ვითარება.

ორივე მხარემ ხაზი გაუსვა ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების მუშაობის სრულად განახლების აუცილებლობას. განიხილეს ათიათასობით ადამიანის უსაფრთხო დაბრუნების საკითხი, ვინც ამ უკანასკნელი კვირების განმავლობაში დატოვა საკუთარი სახლი, გარდა ამისა  ილაპარაკეს  არცახის რელიგიური, ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების მნიშვნელობის ირგვლივ.

საუბრის მონაწილეებმა აღნიშნეს,  თუ რამდენად მნიშვნელოვანია რეგიონში მშვიდობის შენარჩუნება და სიტუაციის შემდგომი განმუხტვა.

ამასთან დაკავშირებით, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა არცახის  რესპუბლიკის საერთაშორისო აღიარების ფუნდამენტურ მნიშვნელობა.

ნახეთ მეტი
Back to top button