მთავარიპოლიტიკა

რუსმა კულტურის მოღვაწეებმა იუნესკოს მიმართეს არცახის ძეგლების საკითხის თაობაზე

რუსმა კულტურის მოღვაწეებმა, მათ შორის დირიჟორებმა ვლადიმერ სპივაკოვმა, თეოდორ კურენცისმა, მუსიკოსმა ბორის გრებეშნიკოვმა და რეჟისორმა ალექსანდრე სოკუროვმა, UNESCO– ს მიმართეს თხოვნით  არცახის ქრისტიანულ-კულტურული, მხატვრული და არქიტექტურული მემკვიდრეობის ძეგლების მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში შესატანად. ამის შესახებ ნათქვამია ორგანიზაციისადმი ღია წერილში, იუწყება ,,რია ნოვოსტი“.

”ჩვენ, საერთაშორისო კულტურული საზოგადოების წარმომადგენლები და საზოგადო მოღვაწეები ღრმად შეშფოთებულნი ვართ მთიანი ყარაბაღის კულტურული, მხატვრული და არქიტექტურული ძეგლების ბედით, რომლებიც საფრთხეში არიან, საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ ისინი შეიძლება განადგურდეს, გადაიწვას ან ვანდალიზმის საგანი გახდეს. ჩვენ ვთხოვთ იუნესკოს გამოიყენოს მთელი თავისი ავტორიტეტი და უფლებამოსილება ძეგლების გადასარჩენად, მათთვის აუცილებელი სტატუსის მინიჭებით და მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში ​​შეტანით“,-აღნიშნულია წერილში.

კულტურის მოღვაწეებმა გამოთქვეს შეშფოთება იმის გამო, რომ არცახის კულტურულ მემკვიდრეობას შეიძლება ეწიოს სირიული პალმირას ტრაგიკული ბედი.

წერილს ხელი მოაწერეს დირიჟორებმა ვლადიმერ სპივაკოვმა, თეოდორ კურენცისმა, მუსიკოსმა ბორის გრებენშიკოვმა, რეჟისორებმა ალექსანდრე სოკუროვმა, ალექსეი გერმან უმცროსმა, ედუარდ ბოიაკოვმა, მსახიობებმა ანდრეი მერზლიაკინმა, სვეტლანა ნემოლიაევამ, იულია იაგორმა, მწერალმა  ზახარ პრილეპინმა და სხვებმა.

ნახეთ მეტი
Back to top button