პოლიტიკა

საფრანგეთი აპირებს სომხეთისათვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევას

სომხეთის რესპუბლიკის შრომისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზარუჰი ბატოიანმა მიიღო სომხეთში საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჯონათან ლაკოტი.

ზარუჰი ბატოიანმა წარმოადგინა მთელი ომის განმავლობაში შესრულებული სამუშაო, ასევე ილაპარაკა არსებულ ვითარებაში  პირველად  სოციალურ  საჭიროებებზე.  

„მომავალ კვირაში დაიწყება ერთჯერადი ფინანსური დახმარების პროგრამა, ჩვენი თანამემამულეებისთვის, რომლებიც არცახიდან დროებით გადავიდნენ სომხეთში. მთავრობა ამჟამად განიხილავს პროგრამებს, რომლებიც რეაგირებენ არცახში ჰუმანიტარულ კატასტროფაზე, სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, ნორმალური ცხოვრების აღდგენასა და დევნილთა უსაფრთხო და ღირსეულად დაბრუნებაზე.

”გარდა ამისა, შემუშავებულია შშმ პირთა უფლებების დაცვისა და სოციალური ინკლუზიის ღონისძიებების პროგრამა,” – თქვა მინისტრმა ბატოიანმა.

ელჩმა ლაკოტემ მადლობა გადაუხადა ამ რთულ პერიოდში შეხვედრის ორგანიზებისთვის.

ნახეთ მეტი
Back to top button