მთავარიპოლიტიკა

სახელმწიფო დუმამ აზერბაიჯანს მოუწოდა დაიცვან ყარაბაღის ქრისტიანული ტაძრები

საზოგადოებრივ-რელიგიური კომისიის თავმჯდომარემ  სერგეი გავრილოვმა,  აზერბაიჯანს მოუწოდა დაიცვან  მთიანი ყარაბაღის რელიგიური სიწმინდეები.  ინფორმაციას  „რია ნოვოსტი“  ავრცელებს.

”ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ყარაბაღის რელიგიური სიწმინდეები და მონასტრები შენარჩუნდება საერთაშორისო სამართლის პრინციპებისა და მორწმუნეთა უფლებების დაცვის შესაბამისად.  პილიგრიმობის მისაღწევად, ყველას უნდა ჰქონდეს რელიგიური ინსტიტუტები, როგორიცაა მეჩეთები და ეკლესიები”, – თქვა გავრილოვმა.

მისივე თქმით, ახლა ყარაბაღში, ზოგადად, აზერბაიჯანისთვის გადაცემულ ტერიტორიებზე, სირიიდან ჩამოსული ექსტრემისტების დიდი რაოდენობაა.

„სირიაში ტერორისტული აქტების შედეგები ვნახე. განადგურდა ქრისტიანული მოსახლეობა, განადგურდა მონასტრები და ტაძრები. რუსეთს, აზერბაიჯანს და ირანს შეუძლიათ გამოიჩინონ ძალისხმევა და სირიელი ბოევიკები გაიყვანონ  ყარაბაღიდან”, – თქვა მან.

მან იმედი გამოთქვა, რომ მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე სომეხებისა და აზერბაიჯანელების მშვიდობიანი თანაცხოვრების მოდელი ჩამოყალიბდება.

ნახეთ მეტი
Back to top button