
25 ნოემბერს, ფრანგი სენატორები (პარლამენტის ზედა პალატა) მხარს დაუჭერენ მთიანი ყარაბაღის შესახებ რეზოლუციის პროექტს. ეს კანონპროექტი სენატის დღის წესრიგში დგას მისი პრეზიდენტის ჟერარ ლარჩერის თხოვნით. მისი მიღების შემთხვევაში, რეზოლუცია არ იქნება სავალდებულო.
რეზოლუცია, კერძოდ, შეიცავს საფრანგეთის მთავრობისადმი მოწოდებას “აღიაროს მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა”. France-Presse-ის კომენტარის მიხედვით რეზოლუციას “აქვს ყველა შესაძლებლობა, რომ მიიღებული იქნას”.
”ეს პირველად ხდება. თითქმის 20 წლის წინ საფრანგეთი იყო პირველი ქვეყანა მსოფლიოში, რომელმაც სომხების გენოციდი აღიარა. ეჭვგარეშეა, რომ 25 ნოემბერს, ჩვენ პირველები ვიქნებით, ვინც სენატში მივესალმებით რეზოლუციას, რომელიც გმობს ერდოღანის ქმედებებს და ასევე მოვითხოვთ საერთაშორისო გამოძიებას მთიან ყარაბაღში ჩადენილი ომის დანაშაულების შესახებ. უპირველეს ყოვლისა კი ვითხოვთ მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის აღიარებას, ”- თქვა ბრუნო რეტაიომ, რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელმა Sud-Radio- ში.
რეზოლუციის თავდაპირველი ტექსტის თანახმად, სენატორები გვთავაზობენ “მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის აღიარებას და ამ აღიარებას სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყების იარაღად გადაქცევას”. სენატორებმა ასევე მოითხოვეს აზერბაიჯანის ჯარების გაყვანა მათ მიერ ოკუპირებული ტერიტორიებიდან საომარი მოქმედებების დაწყებიდან 27 სექტემბერს.
გარდა ამისა, რეზოლუცია “მოუწოდებს მთავრობას, უზრუნველყოს მასიური ჰუმანიტარული დახმარება მთიანი ყარაბაღის მშვიდობიანი მოსახლეობისათვის”, აგრეთვე “დაუყოვნებლად უზრუნველყოს მოსახლეობის დაცვა მინსკის ჯგუფის ფარგლებში, საერთაშორისო ჩარევის ძალებისდისლოცირებით“.
სენატორებმა ასევე მოუწოდეს საფრანგეთის მთავრობას “მოითხოვონ საერთაშორისო გამოძიება მთიანი ყარაბაღის ომის დანაშაულების შესახებ”, “გამოავლინონ თურქეთის ხელისუფლების მიერ შესრულებული როლის დიპლომატიური შედეგები” და ევროპელ კოლეგებთან ერთად “განიხილონ სათანადო და გადამწყვეტი პასუხის გაცემის საკითხი”.