მთავარიპოლიტიკა

ომის დაწყებამდე რთული პერიოდი იყო, ახლა კიდევ უფრო მეტად: ფაშინიანი შოიგუს

დღეს სომხეთის პრემიერ მინისტრმა ნიკოლ პაშინიანმა მიიღო რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ და მისი ტანმხლები პირები.  ფაშინიანმა შეხვედრის დროს თქვა, რომ ომის დაწყებამდე რთული პერიოდი იყო, ახლა უფრო რთული დროა. საუბრისას  სომხეთის პრემიერ მინისტრმა აღნიშნა, რომ მისი ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია.

”მინდა აღვნიშნო, რომ ომის დროს ჩვენ ყოველთვის ვგრძნობდით რუსეთის მხარდაჭერას, რუსეთის პრეზიდენტის, პრემიერ მინისტრის, თქვენს პირად მხარდაჭერას. ამისთვის მადლობა მინდა გითხრათ. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ამ პერიოდში ჩვენ შევძლებთ რუსეთთან თანამშრომლობის გაღრმავებას, მათ შორის უსაფრთხოების სფეროში, არა მხოლოდ უსაფრთხოების, არამედ სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის საკითხებშიც”, – თქვა ფაშინიანმა.

მისივე თქმით, ახლა რეგიონში სხვა სამხედრო-პოლიტიკური ვითარებაა. იგი შეიცვალა და ამ სიტუაციის ყველა პარამეტრი ჯერ შესწავლილი არ არის. ფაშინიანი დარწმუნებულია, რომ უახლოეს მომავალში სომხეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება, თანამშრომლობა უფრო მჭიდრო და სტრატეგიული იქნება.

შეხვედრაზე განიხილეს საკითხთა ფართო სპექტრი, რომელიც ეხებოდა მთიან ყარაბაღში არსებულ ვითარებას, სომხეთსა და რუსეთს შორის სამხედრო-ტექნიკურ თანამშრომლობას.

აღსანიშნავია, რომ დღეს სომხეთში ჩავიდა რუსეთის ფედერაციის უწყებათაშორისი დელეგაცია. დელეგაციაში შედიან რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ, საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, ვიცე პრემიერ მინისტრები ალექსანდრე ნოვაკი, ალექსეი ოვერჩუკი, რუსეთის საგანგებო სიტუაციების მინისტრი ევგენი ცინიჩი.

ნახეთ მეტი
Back to top button