პოლიტიკა

”ჩვენ დიდი პროგრამით მოვედით, ვიმედოვნებთ, რომ მას განვახორციელებთ“: რა განიხილეს შოიგუმ და ფაშინიანმა?

რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ განაცხადა, რომ ისინი დიდი პროგრამით ჩამოვიდნენ სომხეთში და მისი განხორციელების იმედი აქვთ. შოიგუმ ასეთი აზრი გამოთქვა სომხეთის პრემიერ მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრის დროს. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, დღეს ფაშინიანმა მიიღო შოიგუ და მისი თანმხლები პირები. შოიგუმ აღნიშნა, რომ ისინი სომხეთში სრულიად კონკრეტული პრობლემებით ჩამოვიდნენ.

”მომავალში დიდი სამუშაოა გასაკეთებელი, ამჯერად, იმედი მაქვს, რომ მშვიდობიანი ცხოვრება დამყარდება ყარაბაღში. ჩვენი მთავარი ამოცანაა სისხლისღვრის თავიდან აცილება, ეს არის ჩვენი მთავარსარდლის მიერ დასახული ამოცანა და რა თქმა უნდა, ვაპირებთ მის განხორციელებას. გარდა ამისა, ჩვენ განზრახული გვაქვს განვიხილოთ ჩვენი სამშვიდობოების სამომავლო ცხოვრებასა და მუშაობასთან დაკავშირებული“, – თქვა შოიგუმ.

ნახეთ მეტი
Back to top button